სოსო ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმის, ირაკლი მამალაძის, მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში თავადაც ფიგურირებდეს

სოსო ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმის, ირაკლი მამალაძის, მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში თავადაც ფიგურირებდეს.პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ ირაკლი მამალაძეს ის მხოლოდ ერთხელ, გერმანიაში წასვლამდე, დაახლოებით, 1 თვით ადრე შეხვდა.„ძირითადი საუბარი, რაზეც შეიძლება მე მას ვყავდე ჩაწერილი, რომ შეიძლება ვიღაც-ვიღაცებს ვაყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას,“ – აცხადებს სოსო ოხანაშვილი.

მისი თქმით, ირაკლი მამალაძე შეხვედრის, კერძოდ ვახშმობის დროს აქტიურობდა, რომ გარკვეულ თემებზე ყოფილიყო საუბარი, თუმცა სოსო ოხანაშვილი საუბრის კონკრეტულ თემებს ვერ იხსენებს, რადგან მეგობრებთან გატარებული ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო.მას ჩანაწერი პირადად არ მოუსმენია და იმასაც ვერ იხსენებს ზუსტად, თუ ვინ იყო შეხვედრაზე მამა გიორგისა და ირაკლი მამალაძის გარდა.ამასთან, ის იმასაც ამბობს, რომ საპატრიარქოში ფარული ჩანაწერები ნანახი აქვთ, მაგრამ მასთამ ამ ჩანაწერებზე არავის უსაუბრია.

banner
წინა სტატიაშიაბსურდულია ის, რომ მამა გიორგი ვინმეს მკვლელობას გეგმავდა
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა ნაცნობი ხატმწერისთვის სთხოვა?