სოსო ჯაჭვლიანი ლიკა ქავჟარაძეზე: ის განსაკუთრებით მე და ზაზა კოლელიშვილს გვიყვარდა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 12, 2017 19:53

სოსო ჯაჭვლიანი ლიკა ქავჟარაძეზე: ის განსაკუთრებით მე და ზაზა კოლელიშვილს გვიყვარდა

მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის თქმით, ლიკა ქავჟარაძე განსაკუთრებით მას და ზაზა კოლელიშვილს უყვარდა.

მისი თქმით, ლიკა ქავჟარაძე იყო ადამიანი, რომელსაც საზოგადოებაში მყარად ჰქონდა ადგილი დაკავებული.

“ლიკა თავისიანებს კი არა, საქართველოს დააკლდა. ის იყო დიდი ადამიანი, კარგი მსახიობი და სხვათა შორის, ძალიან მორიდებული. ლიკა ძალიან გვიყვარდა ყველას. განსაკუთრებით მე და ზაზას. ის მუდამ დარჩება ჩვენს გულებში”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

58 წლის მსახიობი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს გარდაიცვალა. მას 14 ოქტომბერს დალკრძალავენ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 12, 2017 19:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics