სოსო ჯაჭვლიანი – ის რაც ენაზე მოგადგება, ყველაფრის თქმა არ შეიძლება

უმრავლესობის დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი დარწმუნებულია, რომ რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პარლამენტი მხარს დაუჭერს.

მისი თქმით, კანონი ქართველი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ის რაც ენაზე მოგადგება ყველაფრის თქმა არ შეიძლება. ადამიანი იძახის, რომ თავისუფალია. თავისუფალი ჩემი აზრით გიჟია. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი თქვა. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ რაც მოგესურვება ის გააკეთო. როცა გინდა რაღაც გამოხატო თუ საზოგადოებისთვის მიუღებელია, უნდა მოერიდო. შესაძლებელია მე თქვენ გაკრიტიკოთ, მაგრამ გააჩნია როგორ გაგაკრიტიკებთ. კრიტიკა მისაღებია, თუმცა შეურაცხყოფა სხვა რამეა. ნებისმიერი რელიგიის მქონე ადამიანის იუდეველი იქნება, კათოლიკე, მართლმადიდებელი თუ სხვა, გრძნობების შეურაცხყოფაზე გავრცელდება ეს კანონი“ , – განაცხადა ჯაჭვლიანმა.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა მოამზადა. პროექტი უმრავლესობის წევრმა დეპუტატებს ბიუროს სხდომაზე გუშინ წარუდგინა. პროექტის მიხედვით, საქართველოში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა დასჯადი ქმედება გახდეს.

banner
წინა სტატიაშილეონიდ ძიაპშპა: უახლოეს მომავალში პასპორტები და საპასპორტო მაგიდების ყველა ხელმძღვანელი შეიცვლება
შემდეგი სტატიაThe Guardian-მა ისლამური სახელმწიფოს “ჯიჰადიუგენდას” შესახებ გაიგო