სოსო ცინცაძე: “არჩევნებში მონაწილეობის შედეგად ბუჭულაძე 20 – კაციანი ფრაქციით პარლამენტში ნამდვილად ვერ მოხვდება”

მივმართავ თხოვნით ყველას გადაიდოს სასამართლო პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე"- პაატა ბურჭულაძე რუსთავი 2-ის საქმეზებურჭულაძის მიერ დაანონსებული მუშაობის ახალი ფაზა, მოსალოდნელი გეგმა იყო. ექსპერტის აზრით, ბურჭულაძემ თავისი ორგანიზაცია უკვე წარმოჩინა პოლიტიკურ ძალად და ამდენად, მის სტატუსსა თუ სახელწოდებას ნაკლები მნიშვნელობა აქვს-აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას ცინცაძე.

პოლიტოლოგი ყურადღებას პაატა ბუჭულაძის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩართულობაზეც ამახვილებს და ვარაუდობს, რომ შესაძლოა მან გარკვეული ხმათა რაოდენობა “ნაციონალურ მოძრაობას” წაართვას. ამის მიზეზად კი ექსპერტი იმ კურსს ასახელებს, რომელიც ბურჭულაძემ თავად შეარჩია.

“ბურჭულაძესთან დაკავშირებით ხდება ის, რაც მოსალოდნელი იყო. თავის დროზე ნინო ბურჯანაძემაც ფონდის შექმნით დაიწყო და შემდეგ პარტიად გარდაიქმნა. ამ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე ხდება, სიახლე არაფერია.

“ბურჭულაძის განცხადება ქვეყნის ჩიხურ მდგომარეობაზე ნიშნავს, რომ იგი ხმებს “ნაციონალურ მოძრაობას” წაართმევს. ეს განცხადება სწორედ ამის მაუწყებელია, რადგან ამის შემდეგ საპროტესტო ხმები დაიქსაქსება. არ ვამბობ, რომ იგი ხმების მთლიან რაოდენობას წაიღებს, რადგან “ნაციონალებს” თავიათი სტაბილური ამომჩეველი ყოველთვის ჰყავთ.

“არჩევნებში მონაწილეობის შედეგად ბუჭულაძე 20 – კაციანი ფრაქციით პარლამენტში ნამდვილად ვერ მოხვდება, ამას არც უნდა ველოდოთ, რადგან ერთია, რომ საამისოდ ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი და მეორეა, რომ ადამიანური რესურსის სერიოზული დეფიციტი გააჩნია. მხოლოდ ერთი პაატა ბურჭულაძე ვერაფერს გახდება, სხვა სერიოზული ფიგურა კი მის ორგანიზაციაში ნაკლებად მოიძებნება.

“ვანო მაჭავარიანს საზოგადოება ასე თუ ისე იცნობს, თუმცა დიდი ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. რაც შეეხება ხათუნა ლაგაზიძეს, მისი სტატუსი ჯერ კიდევ გაურკვეველია – ხალხმა ისიც კი ვერ გაიგო, საერთოდ ვინ არის – ექსპერტი, პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი. ანუ, ეს პიროვნება ხმების მომტანი არ გახლავთ,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ცინცაძე.

მისი აზრით, ბურჭულაძეს ხმას მმართველი ძალის მუშაობით იმედგაცრუებული ამომრჩეველი მისცემს – ძალა, რომელიც საკუთარ არჩევანში ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არ არის. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ისეთი ფიგურის პოლიტიკაში წასვლა, როგორიც პაატა ბუჭულაძეა, ქვეყანაში არსბულ პოლიტიკურ კრიზისზე მეტყველებს. ამიტომ, ცინცაძის აზრით, ბურჭულაძის აქტიურობა მხოლოდ და მხოლოდ ექსპერიმენტად შეიძლება მივიჩნიოთ.

“ნაციონალურ მოძრაობას” კურსი უკვე აღებული ჰქონდა, რათა თავისი ერთგული, მამალი “ნაცონალების” წრე გაეფართოვებინა და საპროტესტო ელექტორატი თავისკენ გადაეხარა, ეს ძალა მათ უკვე დაკარგეს. ეს გახლავთ ამომრჩეველი, რომელიც “ოცნებითაა” იმედგაცრუებული და ელოდება ალტერნატიულ ძალას, რომელსაც ხმას მისცემს. პაატა ბურჭულაძე სწორედ ასეთ კატეგორიაზე, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ, გაურკვეველ ამომრჩეველზე ითამაშებს, თუმცა ამ ძალაზე სხვა არასაპარლამენტო პარტიებიც აქტიურად იბძვიან.

“ნებისმიერ შემთხვევაში ბურჭულაძეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილი აქვს, ამიტომ პარტიას დაარქმევს მის თავს, თუ გოლფკლუბს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. გადამწყვეტი აქ ისაა, რომ მან საკუთარი პოლიტიკური ძალის არსებობა უკვე დააანონსა. მე თუ მკითხავთ, ამგვარი ფიგურების პოლიტიკაში წასვლა სწორედაც რომ პოლიტიკურ კრიზისს ნიშნავს, ამდენად, მისი აქტიურობა ერთგვარი ექსპერმენტი იქნება,” – ამბობს სოსო ცინცაძე.

banner
წინა სტატიაში2016 წლის ევროვიზიაზე უკრაინას ყირიმელი მომღერალი ჯამალა წარადგენს
შემდეგი სტატიასამართალდამცველთა კონტროლი – მესამე სექტორი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას ითხოვს