“SOS იპოდრომი!” – მერიასთან ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობას გააპროტესტებენ

“SOS იპოდრომი!” – კამპანიის წევრი სამოქალაქო აქტივისტები დღეს მერიასთან საპორტესტო აქციას გამართავენ.

მათი მოთხოვნაა ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა შეჩერდეს იმ დრომდე, ვიდრე მერიას არ ექნება კვალიფიციური ექსპერტების დასკვნა-რამდენად შეუწყობს ხელს ახალი გზის მშენებლობა თბილისში არსებული საცობების განტვირთვას.

„ეს პროექტი არიას სრულად გაუაზრებელი სრულად დაუსაბუთებელი, საპროექტო დოკუმენტაციას თანა რ ახლავს არანაირი კვლევა თუ რატომ არის საჭირო აღნიშნულ ადგილას ესტაკადის მშენებლობა გვინდა, რომ მერმა შეაჩეროს მშენებლობა,“-ამბობს აქციის ორგანიზატორი, ჟურნალისტი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი.

აქციას უერთდება „პარტიზანული მოძრაობაც.“ ნატა ფერაძის თქმით, ამ ესტაკადის მშენებლობა კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის.

banner
წინა სტატიაშიხეების გადატანისას ხელის შეშლის გამო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” ორი წევრი დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატია“არანაირი გადაჯგუფებები უმრავლესობაში არ არსებობს,” – მამუკა მდინარაძე