სორბონის უნივერსიტეტის კედლებზე პოლიციელების მოკვლის მოწოდება გამოჩნდა

8საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სორბონის უნივერსიტეტის კედლებზე პოლიციელების მოკვლის მოწოდებები გამოჩნდა – BFMTV ავრცელებს.
“დაარტყი სწრაფად, დაარტყი ძლიერად, კარგი პოლიციელი-მკვდარი პოლიციელია”, “ყოველ ჯერზე, როცა პოლიციელის კუბოს თავსახურს აფარებენ, მე ბოთლს ვხსნი” და სხვა – ასეთი წარწერები შენობის შიგნით გაჩნდა.
სამართალდამცველებმა ფაქტზე გამოძიება დაიწყეს ქონების დაზიანების მუხლით, რომელიც, შესაძლებელია, უფრო მძიმეთი, სახალხოდ ძალადობისკენ მოწოდების მუხლით შეიცვალოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ქვეყნის შს მინისტრმა ბერნარ კაზნევმა სპეციალური განცხადებაც გააკეთა.

18 მაისს საფრანგეთის 50 ქალაქში პოლიციელებმა მათ მიმართ არსებული აგრესიისა და სიძულვილის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

banner
წინა სტატიაშიNBC-ის წამყვანი ტრამპთან უწმაწური დიალოგის გამო გაანთავისუფლეს
შემდეგი სტატიაშვედეთი სირიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერს