სოფიო ქაცარავა: გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე ერთხმად აღიარეს ქვეყანაში მიღწეული პროგრესი

„პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსვლაში ძალიან დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში გატარებული რეფორმების შესახებ და რაც მთავარია, საერთაშორისო საზოგადოების და მსოფლიო ლიდერების ყურადღება მიაპყრო კიდევ ერთხელ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკას“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა 21 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას.

სოფიო ქაცარავას განცხადებით, გაეროს ტრიბუნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის მსოფლიო ლიდერებისთვის გაცნობის ძალიან კარგი შესაძლებლობაა.

„გაეროს ტრიბუნა და ფორმატი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა სადაც, შეგვიძლია, მსოფლიო ლიდერების წინაშე წარვდგეთ და ვისაუბროთ ქვეყანაში მიღწეული პროგრესის შესახებ როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით.

პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსვლაში ძალიან დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში გატარებული რეფორმების შესახებ და რაც მთავარია, საერთაშორისო საზოგადოების და მსოფლიო ლიდერების ყურადღება მიაპყრო კიდევ ერთხელ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკას“- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე მსოფლიო ლიდერებმა საქართველოში მიღწეული პროგრესი ერთხმად აღიარეს.

„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სესიაზე მსოფლიო ლიდერებმა ერთხმად აღიარეს ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მიღწეული პროგრესი, ისევე, როგორც ისაუბრეს და აღნიშნეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და აუცილებლობის შესახებ“,- აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოსთვის გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ მიმდინარე სესიაზე საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის გადმობარება იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ქვეყანაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს აღიარებს.

„ეს სესია იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, რადგან საფრანგეთისგან ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა გადმოვიბარეთ. ეს არის ინიციატივა, რომელიც ს 75 ქვეყანას აერთიანებს და ეს ცალსახად იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს ქვეყანაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სოფიო ქაცარავამ.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-წალენჯიხის “ქართული ოცნების” პროპორციული სია
შემდეგი სტატიაირაკლი მექვაბიშვილი – ჩვენი საქმიანობის აქცენტი უნდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო