სოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტისას რამდენიმე ჩინელიც დაშავდა

ზვარეში ჩინური კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ქართველებსა და ჩინელებს შორის მომხდარი ინციდენტისას რამდენიმე ჩინელიც დაშავდა, თუმცა უმნიშვნელოდ.

“დაახლოებით ოთხი ჩინელ თანამშრომელს ხელის და ფეხის უმნიშვნელო ტრავმა ჰქონდა და როგორც ვიცი ისინი პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა”, – განაცხდა ჩინური კომპანიის დაცვის თანამშრომელმა გიორგი ლუტიძემ.

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა სცემეს. ზვარეში ინციდენტისას დაშავებული ოთხი მუშა ზესტაფონის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე: პარლამენტის ყველა წევრთან მოხდება წინასწარი გასაუბრება
შემდეგი სტატიაელისაშვილი მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” ამოსასვლელის ამოქმედების ხარჯების ბიუჯეტში ასახვას ითხოვს