სოფელ ზვარეში გაფიცული მუშები შიმშილობის დაწყებას აპირებენ

სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგისა და გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული გაფიცული მუშები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას თბილისში, რკინიგზის დეპარტამენტის წინ აპირებენ.

როგორც ,,რკინიგზის ახალი პროფკავშირების” წარმომადგენელმა ილია ლეჟავამ ჟურნალისტებს განუცხადა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მედიატორთან ერთად დღეს შეხვედრა გაიმართება. თუკი შეხვედრაზე გაფიცული მუშების მოთხოვნების გათვალისწინება არ მოხდება, მათი ნაწილი თბილისში, რკინიგზის დეპარტამენტთან გადმოინაცვლებს.

,,დღეს სოფელ ზვარეში ვიყავით, საწარმოში შევედით. ადგილის დათვალიერება მოვახერხეთ, თუ რა მდგომარეობაა უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ დაგვიკავშირდა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მედიატორი და თბილისში მივდივართ, რადგან ცხრა საათზე შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან გვაქვს. თუკი ეს შეხვედრაც უშედეგოდ დასრულდება, ხვალ უკვე გაფიცული მუშების ნაწილი თბილისში, რკინიგზის დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობას დაიწყებს, ნაწილი კი სოფელ ზვარეში, საწარმოს პიკეტირებას გააგრძელებს”, – განაცხადა “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების” დირექტორის მოადგილემ ილია ლეჟავამ.

სოფელ ზვარეში საქართველოს რკინიგზის დაკვეთით „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” წყვილლიანდაგიანი სარკინიგზო ლიანდაგისა და გვირაბის მშენებლობას აწარმოებს. უკვე მეთერთმეტე დღეა ზვარეში ჩინურ კომპანიაში დასაქმებული ქართველი მუშები მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციას მართავენ.

banner
წინა სტატიაშინიუ-ჯერსიში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი : ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ პირველ ტურში ვერ მოიგებენ ბევრ ადგილას, ეს უკვე პროგრესია