სოფელ ზოტიყელში დიდთოვლობის გამო 7 ადამიანია ჩარჩენილი

ბორჯომის ხეობაში მცხოვრები 7 ადამიანი ბახმაროსთან ახლოს, სოფელ ზოტიყელშია ჩარჩენილი.

შეტყობინება დახმარების თხოვნით გამგეობაში გუშინ საღამოს შევიდა, თუმცა უამინდობის გამო მთაში ასვლა, ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ხულოს გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ მთაში ჩარჩენილი ადამიანები იაილებზე, ქარით დაზიანებული სახლების შესაკეთებლად წავიდნენ, შემდეგ გაუთოვდათ და უკან ვეღარ გადმოვიდნენ.

“გვიან მოგვაწოდა მოსახლეობამ ინფორმაცია და აქამდე რეაგირება ვერ მოხდებოდა. ვერც ხულოს და ვერც ბახმაროს მხრიდან ტექნიკა ვერ მივა, რადგან თოვლის საფარი დაახლოებით ორ მეტრზე მეტია”,- აცხადებს გამგებელი.

banner
წინა სტატიაშიდანელია სამეგრელოში დამშრობი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
შემდეგი სტატიარა ფორმით მიიღებენ “რესპუბლიკელები” მომავალ არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე გადაწყვეტილებას ეროვნული კომიტეტი მიიღებს