სოფელ თეკლათში 85 წლის მარტოხელა მოხუცი გაძარცვეს

სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ თეკლათში 85 წლის მარტოხელა მოხუცი მამაკაცი გაძარცვეს. ალექსანდრე ადამიას თქმით, 2 თავდამსხმელი მას ბლაგვი იარაღით ფიზიკურად გაუსწორდა. დამნაშავეებმა 80 ლარი წაიღეს.

დაზარალებული ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც მას ერთი საათის წინ ყბა-სახის ოპერაცია ჩაუტარდა.

დაზარალებული მომხდარს პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს, თუმცა გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“აუდიტორია 115”-ის წევრები შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატია„საუბარი იმაზე, რომ დღეს შეიძლება ვინმემ დატოვოს საკონსტიტუციო კომისია, უბრალოდ უსაფუძვლოდ მიმაჩნია” – გიორგი კახიანი