სოფელ შილდასთან ქალის ცხედარი იპოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდასთან, მდინარე ჩელთის ხეობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ ქალის ცხედარი იპოვა. სოფელ შილდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ლევან ხუციშვილის ინფორმაციით, ამ დროისათვის გარდაცვლილის ვინაობა უცნობია.

“ცხედარი ისეა დაზიანებული, რომ შესაძლებელია, ქალი ნადირისგან იყოს შეჭმული. გვამის ნაწილებთან ერთად, ტანსაცმლის სისხლიანი ფრაგმენტებია ნაპოვნი. ჩვენთვის გარდაცვლილის ვინაობა უცნობია. დანარჩენს სამართალდამცველები დაადგენენ”,- აღნიშნა ლევან ხუციშვილმა.

ადგილზე ყვარლის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან და შესაბამისი საგამოძიებო პროცედურა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისოხუმის ხელისუფლება მდინარე ენგურზე გადასასვლელების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირებას გეგმავს
შემდეგი სტატიაპოროშენკო: უკრაინას ევროკავშირის ისე სჯერა, როგორც სხვას არავის