სოფელ შაქრიანში 70 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, საკუთარი სახლის მარანში 70 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.

მეზობლების ინფორმაციით, მოხუცი მარტო ცხოვრობდა, ცხედარს კი, დაზიანებები აღენიშნება.

მათივე თქმით, იგი მარტოხელა იყო და სახლიდან იშვიათად გადიოდა.

“რამდენიმე დღე რომ აღარ გამოჩნდა, მეზობლებმა ძებნა დავუწყეთ. დღეს დილით ქვევრში გარდაცვლილი ვიპოვეთ. სავარაუდოდ მოკლლულია, რადგან სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა”, – აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მოკვლევას კახეთის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები იგეგმება
შემდეგი სტატია“ნაციონალურმა მოძრაობამ” წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა