სოფელ პალურიდან რუსმა ე.წ.  მესაზღვრეებმა ადგილობრივი მკვიდრი გაიტაცეს

რუსმა ე.წ.  მესაზღვრეებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ პალურის მკვიდრი გაიტაცეს. როგორც ,,თაიმერს” ადგილობრივებმა განუცხადეს უტა სამუშიას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედება.  სამუშია ოკუპირებული გალის ტერიტორიაზეა გადაყვანილი და სავარაუდოდ გალის პოლიციის შენობაში იმყოფება. ფაქტის შესახებ ადგილობრივებმა ინფორმაცია უკვე მიაწოდეს სამშვიდობო მისიებს.

აღნიშნული ინფორმაცია ,,თაიმერს” სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც დაუდასტურა. მათივე ინფორმაციით ყველა სადამკვირვებლო და სამშვიდობო მისია მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სამუშიას გასათავისუფლებლად.

banner
წინა სტატიაშიპუტინის ვიზიტი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაზე მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას
შემდეგი სტატიაგრიგოლეთი-ჯაპანას მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული 300-მდე მუშა გაიფიცა