სოფელ ფახულანიდან სოფელ საბერიოდე მისასვლელი 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

.,kjyttrreსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფახულანის თემის ცენტრიდან სოფელ საბერიომდე მისასვლელ 4 კმ – იან გზას, რომელიც აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2,323,231.04 ლარია. რეაბილიტირებული გზა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა.
აღნიშნული გზის რეაბილიტაციას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის საზღვართან ახლოს მდებარეობს, რომლითაც, ძირითადად, გალის მუნიციპალიტეტის სოფელ საბერიოში მცხოვრები მოსახლეობა და ამ სოფლის სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ. ისინი ფახულანის საჯარო სკოლაში, ქართულ ენაზე სწავლის მიზნით, ამ გზაზე ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიოდნენ. ამავე გზით სარგებლობს 3000-ზე მეტი ადგილობრივი და დევნილი მოსახლე.
სამშენებლო სამუშაოები ობიექტზე 2015 წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. სამუშაოებზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი 50 % ადგილობრივი მოსახლეა. აღნიშნული პროექტის განხორციელებამ გაამარტივა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე სოფელ ფახულანში, საავტომობილო გადაადგილება და ხელი შეუწყო ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, გალის რაიონიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოსახლეობის მიმოსვლას.
პროექტის ფარგლებში, გზის რეაბილიტაციის გარდა, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები და, სარეაბილიტაციო გზის გასწვრივ, წყალსადენი ქსელი.

banner
წინა სტატიაშიკანონპრექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციის გამარტივებას ითვალისწინებს, პარლამენტს გადაეგზავნა
შემდეგი სტატიატერაქტების შემდეგ სოცქსელებში სიძულვილის გაღვივებისთვის პოლიციამ ბრიტანელი დააკავა