სოფელ ნაწულუკუში შუახნის მამაკაცი საკუთარი სახლის სხვენში ჩამომხრჩვალი იპოვეს

სუიციდის ფაქტი მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში. შუახნის მამაკაცი საკუთარი საცხოვრებლის სხვენში გარდაცვლილი იპოვეს.

გია თოდუას რამდენიმე დღეა ოჯახი უშედეგოდ ეძებს, დღეს გამთენიისას კი თოკზე ჩამომხრჩვალი ნახეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინიტრომ „თაიმერს“ განუცხადა, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის მამა სამხარაულის ბიუროს ექსპერტებს ხვდება
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილმა ლატვიის ახალ ელჩთან ორმხრივი ქართულ-ლატვიური ურთიერთობები განიხილა