სოფელ მუჟავაში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრები ალექსანდრე კვიჟინაძის დაკავებას ითხოვენ

სოფელ მუჟავაში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან შეიკრიბნენ.ბექა რუსიას ოჯახს არ სჯერა გამოძიების ობიექტურობის და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. მათი თქმით, ამ საქმეზე მხოლოდ ერთი პირია დაკავებული, ხოლო იკვეთება მეტი პირის დანაშაული.პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს რუსიას ოჯახის წევრებმა განუცხადეს, რომ პროკურორმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ოჯახი საგუშაგოს უფროსის ალექსანდრე კვიჟინაძის დაკავებას ითხოვენ.ოჯახის ადვოკატი როლანდ შონია ამბობს, რომ პროკურატურა საქმის მიჩქმალვითაა დაკავებული. მისი თქმით მას, როგორც დაზარალებულის ადვოკატს არ ქონია შესაძლებლობა, საქმის მასალებს დეტალურად გაცნობოდა. მისივე თქმით, საქმეში ბევრი უზუსტობებია. მათ შორის მომხდარის დეტალებთან დაკავშირებით.ბექა რუსია სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მუჟავას საგუშაგოზე უფროსის ტაბელური იარაღიდან გასროლით შსს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელი ბექა რუსია დაიღუპა.ოფიციალური ინფორმაციით, ის გვერდით მდგომი წვევამდელის შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ბექა რუსიას ოჯახის ადვოკატის, როლანდ შონიას განცხადებით, ოჯახი ითხოვს, საგუშაგოს უფროსის ალექსანდრე კვიჟინაძის დაკავებას, რადგანაც იარაღი, რომლიდანაც ჯალაღანიამ გაისროლა, სწორედ მას ეკუთვნოდა.

banner
წინა სტატიაშიკანდიდატურა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობის კიდევ ერთმა მსურველმა მოხსნა
შემდეგი სტატია„მოგვხედეთ“ – გამრჯვების თემის მოსახლეობა სოფელში გახშირებულ ქურდობას აპროტესტებს