სოფელ მუგარეთში პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი საარჩევნო უბნიდან პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა

ახალციხის რაიონის სოფელ მუგარეთში პოლიციამ ამომრჩეველი საარჩევნო უბნიდან ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანა. სამართალდამცველებმა მოქალაქე ისე წაიყვანეს, რომ მან ხმის მიცემა ვერ მოასწრო.

ამ წუთებში ახალციხის პოლიციის განყოფილებასთან იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათ შორის გოკა გაბაშვილი და მათი მხარდამჭერის გათავისუფლებას ითხოვენ.

ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით პოლიციის მიზანი იყო, რომ მოქალაქეს მათ სასარგებლოდ ხმა ვერ მიეცა.

banner
წინა სტატიაშიმეორე ტური ბათუმში ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაერთ უბანზე მარკირებიანმა პირებმა ხმის მიცემა ცხრაჯერ სცადეს