სოფელ ლეშბადიმში, 42-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებსა და ერთ-ერთ დამკვირვებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

მარნეულის რაიონის სოფელ ლეშბადიმში, 42-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებსა და ერთ-ერთ დამკვირვებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

დამკვირვებლის თქმით, უბანთან შეკრებილი ხალხი და კომისიის წევრებიც ამომრჩეველს 41 ნომრის შემოხაზვისკენ მოუწოდებენ. ამ ინფორმაციას უარყოფენ კომისიის წევრები.

„ხალხი, რომელიც გარეთ დგას, უბანზე მომსვლელს ეუბნება, რომ 41 ნომერი „ქართული ოცნება“ უნდა შემოხაზონ. 41 ნომრის შემოხაზვისკენ მოუწოდებენ კომისიის წევრებიც. საჩივარი არ დამიწერია“, – განაცხადა „მრავალეთნიკური ერთობის“ წარმომადგენელმა ვალიდა ნასიმოვმა.

ამ განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა უბნის თავმჯდომარის მოადგილესა და დამკვირვებელს შორის. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა.

დამკვირვებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო უბნის თავმჯდომარემაც და აღნიშნა, რომ არანაირი საჩივარი არ დაწერილა.

banner
წინა სტატიაშისაია – აჭარაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა