სოფელ კუმურდოში სპეცრაზმია მობილიზებული

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე სპეცრაზმის გამოძახება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივების ნაწილმა პოლიციელებს ქვების სროლა დაუწყო.

დაპირისპირება სოფელ კუმურდოში მე-10 საუკუნის ტაძრის რესტავრაციის გამო დაიწყო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ადგილობრივების ნაწილმა კულტურის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე, რომელსაც დაცვის პოლიცია იცავს, შეღწევა სცადა. დაპირისპირების შედეგად ნაცემია დაცვის პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. მათ დასახმარებლად პოლიცია გამოიძახეს.
მომხადრის შედეგად რამდენიმე პოლიციელია დაშავებული. ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაშავებულები ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

სოფელ კუმურდოში იმყოფება შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელიც ვითარებას ადგილზე ეცნობა და მოსახლეობას ხვდება.

banner
წინა სტატიაშისოფელ კუმურდოში არსებული ვითარების შესასწავლად შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა
შემდეგი სტატიაზაზა ხატიაშვილი – ის ფაქტი, რომ ლადო ჭანტურია იქნება მოსამართლე და არა ევა გოცირიძე, არის პირადად ჩემი დამსახურება