სოფელ ხეთაში ავტომობილი გაზის მილებს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში.

“თაიმერის” ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე დამონტაჟებულ გაზის მილებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. უწყების ცნობით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“შუშები დაგვხვდა დალეწილი და ოფისი დარბეული!” -ზაზა სარალიძის მხდამჭერი აქცია
შემდეგი სტატიათბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 12:00 საათზე იწყება