სოფელ გრაკალში ახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში დაიხრჩო

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალში ახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში დაიხრჩო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცს მდინარეში თევზაობისას ფეხი დაუცდა და დინებამ გაიტაცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ 115-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“მსოფლიო ბანკის კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სწორი, გააზრებული და თანმიმდევრულია”
შემდეგი სტატია“კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა შემთხვევის ადგილზე იმყოფება