სოფელ ძველ ანაგაში აფეთქების შედეგად 11 წლის მოზარდი დაიღუპა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში აფეთქების შედეგად  11 წლის მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა 1 საათის წინ ბეგიაშვილების ოჯახში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბიჭმა ეზოში მდგარ შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო, რამაც ტექნიკის აფეთქება გამოიწვია.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედიკოსებს მოზარდი გარდაცვლილი დახვდათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“ვინც ახლა ამას დაიჯერებს, პირდაპირ კახა თარგამაძის სახელობის პრემიაზე უნდა იქნეს წარდგენილი”
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილს ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობაზე უარი ეთქვა