სოფელ დაბასთან ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე დაახლოებით 100 მეტრშია

სოფელ დაბასთან ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე დაახლოებით 100 მეტრშია. სოფელ დაბას 2 ფერდობი აქვს გარშემორტყმული, საიდანაც ერთ ფერდობზე ხანძარია, მეორეზე კი ძლიერი დაკვამლიანება.

ადგილობრივი მოსახლეობა შველას ითხოვს. ისინი საცხოვრებელი სახლების დასატოვებლად ემზადებიან.

ამ დროისთვის უშუალოდ სოფლის ტერიტორიაზე ერთი სახანძრო ბრიგადა იმყოფება.

banner
წინა სტატიაშითვითმმართველობის არჩევნები – პრეზიდენტის ბრძანება კონტრასიგნირებულია
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: თიბისი ჯგუფი დამწვარ 10 ჰექტარს სრულად აღადგენს