სოფელ აღაიანთან ავტომობილი დაიწვა – დაშავებულია მძღოლი

სოფელ აღაიანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მარჯვენასაჭიანი მსუბუქი მარკის ავტომობილი და სამხედრო მანქანა შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად მსუბუქი მანქანა, რომელიც გაზზე იყო აალდა.

მომხდარის გამო ავტომობილის მძღოლმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო რამდენიმე წუთის განმავლობაში გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო.როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატიაკიევის ყოფილ მერს „რესპები“ მართავენ?