სომხურმა ოპოზიციამ სამთავრობო შენობებში შესასვლელები დაბლოკა

სომხურმა ოპოზიციამ სამთავრობო შენობებში შესასვლელები დაბლოკა ერევანში ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარქსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მოწინააღმდეგეებმა სამთავრობო შენობების შესასვლელები გადაკეტა, მათ შორის, გენერალური პროკურატურის, საგარეო საქმეთა სამინისტროსი და შემოსავლების სამსახურის. ყველა შენობასთან 10-15 ადამიანი დგას. “რადიო თავისუფლების” ადგილობრივი ბიურო იუწყება, რომ ოპოზიცია აკონტროლებს, ასევე საკასაციო სასამართლოს, ცენტრალურ ბანკს და მთავრობის ახალ კორპუსს, სადაც რამდენიმე მინისტრი იმყოფება, მათ შორის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორია პარტია “სამოქალაქო თანხმობა”, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია “ელკის” დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი, რომელმაც ადრე “ხავერდის რევოლუცია” დააანონსა.
გუშინ, 16 აპრილს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას 59 ადამიანი დაშავდა.
დღეს, ადგილობრივი დროით 18.30 წუთზე ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე დემონსტრაცია გაიმართება. “იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მიტინგი ყველაზე ხალხმრავალი იქნება რესპუბლიკის ისტორიაში” – პაშინიანმა თქვა.

პარლამენტში სხდომა მიმდინარეობს, სადაც სერჟ სარქსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას განიხილავენ.

14 აპრილს მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერის პოსტზე სერჟ სარქსიანი წარადგინა. საკონსტიტუციო რეფორმების შემდეგ სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლება უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ხელში იქნება.

banner
წინა სტატიაშისამი თვის განმავლობაში 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული და ოჯახური ძალადობის კონტექტსში სამი თვის განმავლობაში 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგია გახარია: ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემაზე ვმუშაობთ