სომხეთში სამი ლიდერის დაკავებით პროტესტი უფრო გაძლიერდა

,,სომხეთის პრეზიდენტი  საკუთარ მოსახლეობას ემუქრება,,- ასეთი შეფასება მისცეს, ერევნის საპროტესტო აქციების ხელმძღვანელებმა, სომხეთის ახალი პრეზიდენტის არმენ სარგსიანის განცხადებას, სადაც მან სომხებს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პროტესტი.
არმენ სარგსიანის განცხადებით, ოპოზიცია დესტრუქციულად იქცევა და საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას და ყარაბახის უსაფრთხოებას.
,,არ შეიძლება საფრთხე შეუქმნათ სომხეთისა და არცახის უსაფრთხოებას. არ შეიძლება, მოახლოებულ 24 აპრილთან (სომეხთა გენოციდის დღე რედ.) საზოგადოების გახლეჩა”-აცხადებს პრეზიდენტი სარგსიანი.სომხეთის პრეზიდენტის განცხადებების კვალდაკვალ, სამართალდამცავებმა ოპოზიციის სამი ლიდერი დააკავეს. ოპოზიციის ლიდერ ნიკოლა პაშინიანთან ერთად, დაკავებულნი არიან არარატ მირზოიაქნი და სასუნა მიქაელიანი. თუმცა აფ ფაქტმა, როგორც სომხური მედია აღნიშნავს, კიდევ უფრო ააღელვა ხალხი და კიდევ უფრო გააძლიერა საპროტესტო აქცია.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ამაყი სომხები სუვერენიტეტის დაკარგვაზე რეაგირებენ
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი: კატასტროფული შიმშილია ქვეყანაში