სომხეთში, ერევანში დანით, ყუმბარითა და იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა HSBC ბანკის დაყაჩაღება მოინდომა – სომხეთის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს. თავდამსხმელმა ბანკის ორი თანამშრომელი დაჭრა, მათგან ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა. ასევე, დაკავებისას სასიკვდილოდ დაიჭრა პოლიციის ერთი თანამშრომელი. ბოროტმოქმედი საგზაო პოლიციის მოქმედი პოლკოვნიკი დანიელ დანიელიანი აღმოჩნდა. მისი მოქმედების მიზეზები ჯერჯერობით, უცნობია.