სომხეთში “Игла”–ს კონტრაბანდის ფაქტთან დაკავშირებით სამველ ბაბაიანი დააკავეს

სომხეთში “Игла”–ს კონტრაბანდის ფაქტთან დაკავშირებით მთიანი ყარაბაღის თავდაცვის დე ფაქტო ყოფილი მინისტრი სამველ ბაბაიანი დააკავეს.ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ, რომ საუბარია ბაბაიანის კავშირზე საქართველოდან სომხეთში სანენიტო–სარაკეტო კომპლექს “Игла”–ს კონტრაბანდასთან.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა წინასწარ მიიღო შეტყობინება სომხეთის მოქალაქეებიეს მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოდან კონტრაბანდული იარაღის შეტანის თაობაზე. კერძოდ, საქმე ეხება საზენიტო-სარაკეტო კომლექს „იგლას“.
ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დანაშაული აღკვეთილ იქნა. დაკავებულია ორი პირი. მიმდინარეობს გამოძიება იარაღით უკანონო ვაჭრობასთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოსავლენად.
სომხური მედიის ცნობით, ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის მიხედვით, რაც ჯგუფის მიერ იარაღის უკანონო შეძენის, გაყიდვის, შენახვას ან ფლობას გულისხმობს.

https://www.youtube.com/watch?v=z6sL0v-9KcY

banner
წინა სტატიაში(video) ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის სამინისტრო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება