სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ახალ ფაქტებზე განაცხადეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ახალ ფაქტებზე განაცხადეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვრის მიმართულებით ცეცხლი 18-ჯერ გახსნეს, რის შემდეგაც სომხურმა მხარემ საპასუხო დარტყმები მიიტანა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთმა ე.წ. შეხების ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 108-ჯერ დაარღვია. აზერბაიჯანის ძალოვანი უწყების ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხოდ საცეცხლე დარტყმები მიიტანეს, რა დროსაც განადგურდა სომხური მხარის კუთვნილი ტანკი.

მთიანი ყარაბაღის ზონაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედები 2 აპრილს დაიწყო, 5 აპრილს კი, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

წყარო: WWW.IPN.GE

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სომეხთა სათვისტომო თურქეთის საელჩოსთან ტრადიციულ მანიფესტაციას არ გამართავს
შემდეგი სტატიაავიაიერიშებს სირიაში 30 მოქალაქე ემსხვერპლა – დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც