სომხეთის პრეზიდენტს ხმის მიცემის დროს პრობლემები შეექმნა

საარჩევნო უბნების ელექტრონულმა სისტემამ სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქსიანის თითების ანაბეჭდი ვერ ამოიცნო – ადგილობრივი მედია წერს. ელექტრონულმა მოწყობილობამ, რომელიც სპეციალურად დამონტაჟდა დღევანდელი არჩევნებისთვის, სარგსიანის თითების ანაბეჭდი ვერ დაარეგისტრირა. პროცედურის განმეორება რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს, სარგსიანი იძულებული გახდა, კომისიისთვის, ბიულეტების მისაღებად პასპორტი მიეცა. მისი მოძებმა პასპორტითაც გაჭირდა, თუმცა, საბოლოოდ, პრეზიდენტმა ხმის მიცემა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ დღეს სომხეთსი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდღეს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაერდორანმა საკუთარ თავს “მშვიდობისა და თავისუფლების დამცველი” უწოდა