სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა თანამდებობა დატოვა. როგორც რუსული და სომხური მედია იტყობინება. პრემიერმა გადადგომის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გამოცემა “ინტერფაქსის” ცნობით, აბრამიანი 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს . ამასთან, “ინტერფაქსი” წერს, რომ ასევე მოსალოდნელია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანის გადადგომა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის მთავრობის მეთაურად შესაძლოა, “გაზპრომბანკის” პირველი ვიცეპრეზიდენტი კარენ კარაპეტიანი დაინიშნოს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატად პრეზიდენტის აპარატის უფროსი ვიგენ სარქისიანი განიხილება.

ოვიკა აბრამიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2014 წლის 13 აპრილიდან იკავებდა

banner
წინა სტატიაში“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის პირველი ათეული გაასაჯაროვა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი : პოლიტიკიდან ისე ღირსეულად წავედი, ამის მაგალითს მსოფლიო ისტორიაშიც ვერ ნახავთ