სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ემუქრება

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ემუქრება

24სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა, არცრუნ ოვანისიანმა განაცხადა, რომ სომხეთი “ადეკვატურ დარტყმებს გაანხორციელებს”, თუკი აზერბაიჯანი მთიან ყარაბახში სროლებს არ შეწყვეტს – რუსული მედია წერს.
“აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ბრძანება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბაქოში მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რომ საომარი მოქმედებები მიდის. მაგრამ აზერბაიჯანში უნდა იცოდნენ, რომ სომხური მხარე უფრო ძლიერ შეტევაზე გადავა” – განაცხადა ოვანესიანმა და დაამატა, რომ მინისტრის პირველმა მოადგილემ პირადად მიაწოდა ეუთოს წარმომადგენელს ბაქოს მუქარის შესახებ ინფორმაცია.

როგორც აზერბაიჯანული გამოცემა minval.az-ი წერს, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა პირობა დადო, რომ მთიანი ყარაბახის სტეპანაკერტის და სხვა რაიონებში საომარი ოპერაციის დაწყებაზე გასცემს ბრძანებას, თუკი სომხეთი აზერბაიჯანელებით დასახლებული პუნქტებზე სროლებს არ შეწყვეტს.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო)პრეზიდენტი და პირველი ლედი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში
შემდეგი სტატია89 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი პოეტის ვლადიმერ მაიაკოვსკის ქალიშვილი