სომხეთი აფხაზეთის რკინიგზას განიხილავს როგორც ალტერნატიულ მიმართულებას

სომხეთი აფხაზეთის რკინიგზას განიხილავს როგორც ალტერნატიულ მიმართულებას

rkingzaსომხეთი აფხაზეთის რკინიგზას განიხილავს როგორც ალტერნატიულ მიმართულებას საერთაშორისო გადაზიდვებისთვის. ამის შესახებ განაცხადა პრესკონფერენციაზე სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა არცვიკ მინასიანმა.
საქართველო-რუსეთის საზღვარზე „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის დახურვის გამო სომხეთი ვერ ახერხებს რუსეთში სახმელეთო სატრანსპორტი გადაზიდვებს. ექსპედიტორული კომპანიები იძულებულნი არიან ტვირთი გადაზიდონ ჰაერით ან ზღვით, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ტვირთის გადაზიდვა სამხრეთ ოსეთის გავლით, ამ ეტაპზე შეუძლებელია დაძაბული ქართულ-რუსული ურთიერთობების გამო. „მოლაპარაკებებს ამ საკითხთან დაკავშირებით ახორციელებს ტრანსპორტის სამინისტრო და მე არ ვარ საქმის კურსში, თუმცა უახლოეს პერიოდში შევხვდები ტრანსპორტის მინისტრს და შედეგებს გაცნობებთ“ -აღნიშნა მინასიანმა.

banner
წინა სტატიაშივარშავაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დასრულდა, რომელზეც ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს
შემდეგი სტატიასპელეოლოგების სკანდალური პროგნოზი