სომეხი პოლიტიკური აქტივისტები დააკავეს

somexiსომეხი პოლიტიკური აქტივისტები დავით სანასარიანი და ანდრიას გუკასიანი დააკავეს ერევნის ცენტრალურ მოედანზე. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი ცდილობდნენ საპროტესტი აქციის მოწყობას. ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე ამაჟამად იმყოფებიან ოპოზიციური პარტია „მემკვიდრეობის“ წარმომადგენლები არმენ მარტიროსიანი და ზარუი პოსტანჯიანი, რომელიც საპარლოამენტო ფრაქციის ლიდერიც არის. ეს უკანასკნელი გადაუდგა პოლიციის ავტომანქანას და არ აძლევდა მას სხვა ოპოზიციონერების აყვანის საშუალებას.
დღეს საღამოს, ერევნის მერიამ გააფრთხილა მოსახლეობა დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის შეჩერების თაობაზე.
შეგახსენებთ, ერევანში პოლიციის სამმართველოზე თავდასხმისას პოლიციის ოფიცერი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. შენობაში შეჭრილი ადამიანები 20 ივნისს დაკავებული ჟირაის სეფილიანის გათავისუფლებას, პრეზიდენტის გადადგომასა და ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაში„თაიმერის“ ექსკლუზივი – ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელად ნინო სურგულაძე ინიშნება?!
შემდეგი სტატიასაერთაშორისო კოალიციამ ინჯირლიკის ავიაბაზიდან “ისლამური საელმწიფოს” პოზიციებზე დარტყმები განაახლა