სომალიში ტერაქტმა 231 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

14 ოქტომბერს სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარი ტერაქტების შედეგად 231 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო “Associated Press”-ი, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა სენატორ აბშირ აბდი აჰმედის განცხადებას.
დაჭრილია 275 ადამიანი. ბევრი დაღუპული ადამიანის სხეული ჯერ ამოცნობილი არ არის. მომხდარ ტრაგედიასთან დაკვაშირებით ქვეყანაში გამოცხადებულია სამდღიანი გლოვა.
სომალის ხელისუფლების აზრით, ტერორისტული ქმედება ჩაიდინა დაჯგუფება “აშ-შაბაბმა”, რომელიც “ალ-ქაიდასთან” არის დაკავშირებული.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეა ემზადება ბირთვული იარაღის მორიგი ტესტირებისთვის
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა უკრაინელებს 17 ოქტომებრს გაემგზავრონ კიევში მიტინგზე