“სომალის” მოკლული მეთაური გივი სასამართლოში გამოიძახეს

უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის სამხარეო სასამართლომ ბატალიონ “სომალის” მეთაური მიხაილ ტოლსტიხი, იგივე გივი სასამართლოში გამოიძახა – «Українські Новини» წერს. უწყებაში წერია, რომ სასამართლო ბრალდებულ მიხეილ ტოლსტიხს სასამართლო მოსმენაზე იწვევს, რომელიც 2018 წლის 5 აპრილს გაიმართება. უწყებაში მითითებულია, რომ გივი ტერორისტული დაჯგუფების ორგანიზებაში, მომზადებაში, აგრესიული ომის წარმოებაში და ადამაინების გატაცებაშია ბრალდებული.

ტოლსტიხი 2017 წლის 8 თებერვალს საკუთარ კაბინეტში აფეთქების შედეგად დაიღუპა. ბატალიონი “სომალი” აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობდა. მასზე უკრაინის შსს-ს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი რუსეთთან დიალოგით დაინტერესებულია
შემდეგი სტატიადაღესტნელმა შეყვარებული გოგო ქვით მოკლა-საშინელი მკვლელობის კადრები (ვიდეო +18)