სომალელების ტყვეები სიცოცხლის გადასარჩენად ვირთხებს ჭამდნენ

1-1მეზღვაურთა ჯგუფი, რომელიც სომალელმა პირატებმა ტყვედ აიყვანეს, იძულებული იყო შიმშილისგან თავის დასაცავად ვირთხები ეჭამათ იმ ხნის მანძილზე, სანამ ისინი გამოსასყიდის გადახდას ელოდებოდნენ – “ბიბისი” მეზღვაურებთან საუბრის შემდეგ აქვეყნებს.
“მხოლოდ ცოტა წყალს გვაძლევდნენ. ვირთხებს ვჭამდით, რომელსაც ტყეში ვამზადებდით” – ფილიპინელმა მეზღვაურმა არნელ ბალბერომ თქვა და დაამატა: “როცა გშია, ყველაფერს ჭამ”.

სომალელმა პირატებმა 26 მეზღვაური შაბათს გაანთავისუფლეს. ისინი ტყვედ 2012 წლის თებერვალში აიყვანეს. განთავისუფლებულები ჩინეთის, ფილიპინების, კამბოჯის, ინდონეზიისა და ვიეტნამის მოქალაქეები არიან. ხომალდის დაპყრობისას პირატებმა გემის კაპიტანი მოკლეს.

სომალიში 1991 წლიდან სამოქალაო ომი მიმდინარეობს. ფედერალური მთავრობა მხოლოდ დედაქალაქ მოგადიშოს და მის მიმდებარე რამდენიმე რაიონს აკონტროლებს. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. პუნტლენდის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ხალხი მხოლოდ პირატობით ირჩენს თავს.

banner
წინა სტატიაშიპოროშენო: უკრაინა უვიზო რეჟიმს ნოემბრის ბოლოს მიიღებს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს