სოლომონ პავლიაშვილს სკანდალური ინიციატივა – მაჟორიტარები მხოლოდ საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინონ?

pavliთბილისის სასწავლო უნივერსისტეტის რექტორი, ეკონომიკის დოცენტი, საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი სოლომონ პავლიაშვილი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, მაჟორიტარული სისტემის არსებულ მოდელზე უარი თქვან. პავლიაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ყველა საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარები მხოლოდ საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინონ.
„მაჟორიტარი უნდა იყოს შესაბამისის ცენზის, განათლებისა და გამოცდლილების მქონე ადამიანი. ვინც საპარლამენტო ცხოვრებაც იცის, კანონებთან მუშაობა და ხალხთან ურთიერთობაც შეუძლია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ მხარის შვილია, თუმცა ეს სურვილია და არა – დირექტივა. ყველა რაიონს აქვს რესურსი, აირჩიოს თავისი რაიონის (საარჩევო ოლქის) მკვიდრი).
მაჟორიტარი არ უნდა იყოს პარტიის დანამატი და პარტიის “ხარჯზე” შეყვანილი პარლამენტში. ეს მოგვცემს დაბალანსებულ პარლამენტსა და თავისუფალ დეპუტატებს, რომლებიც უფრო მეტად ფოკუსირებულები იქნებიან თავიანთი რაიონების ინტერესებზე; ასევე, არ იქნებიან დამოკიდებულნი პარტიულ კონიუქტურაზე; არ იქნებიან პარტიის სპიკერები და „გამპრავლებლები“. ისინი დავალებულნი იქნებიან არა რომელიმე რეკომენდატორის, არამედ, ხალხისა და ამომრჩევლის წინაშე,“ – აღნიშნა პავლიაშვილმა „თაიმერთან“ საუბროს დროს.
გარდა ამისა, პავლიაშვილი ამბობს, რომ წლევანდელი არჩევნები ევროპული საქართველოსთვის გადამწყვეტი ტესტი იქნება.
„სამწუხაროდ, უკეთესი საარჩევნო კოდექსის სურვილითა და მოლოდინით, მაინც ხეიბარი საარჩევნო სისტემა შეგვრჩა!“ -აღნიშნავს საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი სოლომონ პავლიაშვილი.

banner
წინა სტატიაშითბილისში ლიბერთი ბანკის ერთ ერთ ფილიალში მძარცველი შეიჭრა
შემდეგი სტატიასასამართლომ წყვილი სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ახალშობილის მშობლებად სცნო