სოლომონ პავლიაშვილის ღიმილნარევი ჩანაწერები

pavlishviliსოლომონ პავლიაშვილის ღიმილნარევი ჩანაწერები
„ისე არავის მოგივიდეთ, ჩემა შვილმა, რეპერმა „მასტერმა“ რომ თქვა, „მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლიო“ და მაშინვე ფობიად მონათლეთ…“ (ნაწილი პირველი)

გთავაზობთ ეკონომიკის მეცნიერებათ დოქტორის, თბილისის სასწავლო უნივერისტეტის, საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატის, სოლომონ პავლიაშვლის მოსაზრებებს მომავალი თაობის აღზრდასა და ქვეყანაში არსებულ განათლების დონის შესახებ

„მოყვარეს „პირში უძრახე, მტერს – პირს უკანაო“, გონიერი ანდაზაა და მართლაც, დიდებულად წაუმძღვარა ერის მამამ და უდიდესმა საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძემ თავის უკვდავ ნაწარმოებს – „კაცია-ადამიანი?!“, თუმცა თვითონაც შიშობდა, ხალხი არასწორად გაიგებს, თავის თავზე მიიღებს და „გიჟიას“ დამიძახებსო… მინდა, მომავალი თაობის აღზრდის თემას შევეხო, თემას, რომელიც მუდმივად აღელვებს საზოგადოებას და რომელიც ყოველთვის განსჯის საგანია.
ახლა, ზოგი დაიწყებს, კარგი, რა, შეეშვი, რომელი მაკარენკო შენ ხარო, მაგრამ არა, ჩემო მეგობარო, არც მაკარენკო ვარ, არც – იან ამოს კომენსკი, არც – იოჰან ჰაინრიხ პესტალოცი და არც – ქართველი შალვა ამონაშვილი. არც ამის ამბიცია მაქვს და არც – ამ მიმართულების შესაბამისი განათლება, მაგრამ აზრის გამოთქმა და საკითხის ჩემეული ხედავა ჩემი უფლებაა და და ვერავინ ამიკრძალავს. საერთოდ, დემოკრატია ხომ განსხვავებულ პოზიციასთან შეგუებასაც გულისხმობს. როგორც ვოლტერი ამბობდა, „შეიძლება, ჩემთვის მიუღებელი იყოს თქვენი აზრი, მაგრამ თავს გავწირავ, რათა მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ“ .მოკლედ, ისე არავის მოგივიდეთ, ლგბტ მიტინგს მხარს რომ უჭერდით, „ვენებს იჭრიდით“ და როგორც კი ჩემა შვილმა, რეპერმა „მასტერმა“ თავის სიმღერაში თქვა, „მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლიო“ (რა არის აქ გასაკვირი?!), მაშინვე ფობიად რომ მონათლეთ. ამიტომ ვიყოთ ერთმანეთის მიმართ კორექტულები და განსხვავებულ აზრს მეც დიდი სიამნოვებით მოვისმენ. თუ არადა, თვქენც მოხვდებით „Human Rights Watch”-ის მოხსენბაში?! ყოველივე ამის შემდეგ თუკი ვინმე გაბედავს და ზღვარგადასულ შეურაცხმოყეფელ კომენტარს გააკეთებეს, კახელზე ანეგტოტისა არ იყოს, ისე მოვიქცევი: დილის შვიდ საათზე მიხო იგინება, ცოლი გამოდის და ხედავას, არავინაა. გაგიჟდა ქალი, მიხო, ვის აგინებ, კაცო, აქ ხომ არავინააო? კი, ქალო, ვიცი,მაგრამ წინასწარ იმას ვაგინებ, ვინც დღეს შემაგინებსო. ეს ისე, როგორც იტყვიან, შესავალისთვის…

რაც შეეხება ანდაზას, რომელიც წეღან ვახსენე, ანდაზა ანდაზად რჩება, რადგან მისი შესრულება და ცხოვრებაში გატარება ნამდვილად გვიჭირს. ხშირად არც მოყვარეს ვეუბნებით პირდაპირ სათქმელს და არც – მტერს. საზოგადოება უფრო მეტად მაამებლური ურთიერთობითა და ერთმანეთის მიმართ კეთლგანწყობის სენითაა შეპყრობილი. ცხოვრება უფრო მეტად ემსგავსება სუფრას და შეფასებები – სადღეგრძელოებს. როგორც ჩემი უფორსი მეგობარი, გრიშა ონიანი (ოპონენტებს ვეტყვი, რომ ზოგიერთებისგან განსხვავებით, მეგობრებს არ ვყოფ „სტალინისტებად“, „ზვიადისტებად“, „ოცნებისტებად“, „ნაცებად“ და ა.შ) ბრძანებს, კარგის თქმა ყველას უხარიაო, მაგრამ ვფიქრობ ეს უფრო სუფრის თემაა, ვიდრე – ცხოვრების წესი და, როცა სიმართლეს არ ვამბობთ, ყველაფერს რეალურად არ ვაფასებთ და როცა სურვილებს რეალური მდგომარეობისგან ვერ ვანსხვავებთ, აი, მაშინ ჩნდება სიცარიელი და ჩვენც, ჩვენივე ნებით, ილუზიაში ვექცევით. ხშირად გვიყვარს თქმა, ეგ ისეთი კაცია, ცხოვრებაში არაფერი შეშლიაო; ცხოვრებაში შეცდომა არ დამიშვიაო და ასე შემდეგ. რატომ ვართ ყოველთვის მართლები და სხვა, აპრიორი, მტყუანი?! ვლანძღავთ და ვაკრიტიკებთ ადამიანებს და როცა მის ადგილზე ჩვენ ვჯდებით, ჩვენც ისე ვიქცევით, როგორც ჩვენი წინამორბედი.იგივეს ჩავდივართ, რის გამოც მას ვაკრიტიკებდით. ზოგჯერ ჩვენი საქციელი ზუსტი ასლია ჯორჯ ორუელის სატირულ-ალეგორიული „ცხოველების ფერმისა“ და ჩეხოვის „პალატა N 6“-ის სიუჟეტის. ყოველივე ამას ხედავს მომავალი თაობა და იწყებს მიმბაძველობას – ყველაფერს ისრუტავს. ზოგჯერ თითოეული ჩვენთაგანი ვახალისებთ და ვასტიმულირებთ ამ პოზიციას და ვიდრე ბავშვი, ან მოზარდი თანატოლთან გაუგებრობის, ან ჩხუბის მიზეზის ახსნას დაამთავრებს, ვეუბნებით, შენ მართალი ხარ, შვილო, ეგ როგორ აპატიე, ეგ როგორ გაგიბედაო და უამრავი სხვა. მოკლედ, უარესისკენ ვუბიძგებთ!

მესმის, ძნელია, ადამიანს პირდაპირ უთხრა სიმართლე იმიტომ, რომ ხშირად პიროვნული ურთიერთბები გაჩერებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს აუცილებელია, რადგან მისთვის ეს სიმართლე შეიძლება, უფო სასარგებლო იყოს. მაკიაველიც კი ვერ ასცდა ყოველივე ამას, როცა ცნობილი თხზულება – „მთავარი“დაწერა მედიჩების კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით, ბევრი რამის დამალვა მოუხდა, ანუ თავის პოზიცია და დამოკიდებულება სრულად არ გამოხატა. ამიტომაც ზოგიერთი თანამედროვესთვის მისი პიროვნული თვისებები უფრო მომხიბლავი იყო, ვიდრე – მისი აზროვნების სიღრმე.

ვფიქრობ, მომავალი თაობების აღზრდის მთავარი პრობლემა განათლება და ცოდნაა.
პლატონი ამბობს, „ყოველივე სასიზღრობა უცოდინრობიდან მოდისო“. შოუმენი დუტა კი ბრძანებს, ცოდანა ფულიაო… ალიო ამბობდა, „ წიგნი შრომის დროს აგურია და ბრძოლი დროს – ტყვიით სავსე ყუმბარა“, აღარაფერს ვიტყვი პოეტსა და დიდაქტიკოს დავით გურამიშვილზე. მოკლედ, ცოდნა ,ცოდნა და ცოდნა!

დასამალი არაა, რომ თაობებს შორის ყოველთვის არსებობდა განსხავებული აზრი და კამათი. წინა თაობა მუდამ უკმაყოფილოა მომავალი თაობის. თაობამ, რომელმაც რევოლუცია მოახდინა, მომავალ თაობას საყვედურობს, აბა, შენ რა გაგიკეთებიათ?! ჩვენ მეფე ჩამოვაგდეთ და ძალაუფლება მუშებსა და გლეხებს გადავეცითო (სხვა საკითხია, ეს რამდენად საამაყო იყო). შემდგომმა თაობამ მეორე მსოფლიო ომი მოიგო და ახლა ის ამაყობდა (საამაყო ნამდვილად ჰქონდა) და აკრიტიკებდა მომავალ თაობას, ჩვენ ომი მოვიგეთ, ჰიტლერი დავამარცხეთ, „ნაცისტები“ გავანადგურეთ, აბა, შენ რა გაგიკეთებიაო?! არც შემდგომი თაობა დარჩა ვალში და… რაც შეეხება ჩემს თაობას, ზუსტად აღწერა გიორგი გახარიამ „ცრემლიან სათვალეში“ რაც გვჭირდა და რაშიც მაგრები ვიყავით. დღესაც თითქმის ასეა, თუმცა ამ გადასახედიდან არ ვსაუბრობ.

აქვე, მინდა, მკაფიოდ ავღნიშნო და ხაზი გაუსვა, არ ვარ პესიმისტი და არც ვყოფილვარ. მინდა, რომ დაგარწმუნოთ: დღეს ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არიან (ღმერთმა არ ქნას, არ იყვნენ) ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდები, მათ შორის უამრავი ჩემს ირგვლივ და ჩვენს უნივერსიტეტშიც, რომელთა წარმატებისაც უსიტყვოდ მჯერა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ ნაკლოვანებებსა და ტკივილზე კრიტიკულად ვსაუბრობთ, რათა გამოვაფხიზლოთ ერთმანეთი და ეს არა მარტო ახალგაზრდა თაობისა და უშუალოდ ჩვენი შვილების, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემაცაა.

pavlishvili23

ძალიან საწყენია, რომ დღევანდელმა თაობამ კითხვისადმი რწმენა და ინტერესი დაკარგა. არადა, დღეს ძალიან გაადვილებულია ნებისმიერი სამეცნიერო თუ ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვა სახლიდან გაუსვლელად – ინტერნეტში. ჩემს თაობას კი, ამის პრობლემა სერიოზულად ჰქონდა. მახსოვს, მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც იმ პროფესორმა, რომელიც „თამაშთა თეორიას“ კითხულობდა და ლიტერატურასთან შეხება არ ჰქონდა, ლექციის ახსენა, აუცილებლად წაიკითხეთ სტენდალის „პარმის სავანეო“. სიმართლე გითხრათ, მაშინ მხოლოდ სტენდალის „წითელი და შავი“ ვიცოდი. მარტო მე კი არა, მთელმა კურსმა იმავე დღეს დაიწყო ამ წიგნის ძებნა, ერთმანეთს ვასწრებდით, ვინ უფრო ადრე წაიკითხავდა. დღეს ამ მიმართულებით ნამდვილად უმძიმესი მდგომარეობაა. მოყვარულების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ 150 მოზარდიდან მხოლოდ 7-მა უპასუხა, ბოლო 3 თვის განმავლობაში თუ რა წიგნი ჰქონდა წაკითხული. ვინაიდან 30 წელზე მეტია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ და ამჟამად, ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის რექტორიც გახლავართ, ხშირად მიწევს აღნიშნულ თემასთან შეხება და კურიოზული სიტუაციებიც არცთუ იშვიათადაა. მაგალითად, ბაკალავრიატის ზოგიერთმა სტუდენტებმა არ იცის, თუ როდის მოხდა მეორე მსოფლიო ომი; რომელ საუკუნეში მეფობდა თამარი. ერთმა სტუდენტმა ისიც კი თქვა, დავით აღმაშენებელი თამარ მეფის მამა იყოო. ჩვენ, ყველამ ვნახეთ სიუჟეტი, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მდგომ სტუდენტებს ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი ეკითხებოდა, თუ ვინ იყო უნივერსიტეტის დამაარსებელი და, დაახლოებით, 7 სტუდენტიდან მხოლოდ ორმა გასცა სწორი პასუხი. ასევე, რამდენიმე თვის წინ ვნახეთ გადაცემა, სადაც ჟურნალისტი ახდენდა პროვოცირებას და ახალგაზრდობას ეკითხებოდა, მეზობელმა მონღოლეთმა საზღვრები გადმოსწია და ჩვენმა მთავრობამ რა უნდა გააკეთოსო. ამ პროვოცირებაზე თითქმის ყველა წამოეგო და პასუხიც „ადექვატური“ გასცა. ასევე, მახსენდება შეკითხვა, თუ სად მდებარეობს დათა თუთაშხიას საფლავი, რაზეც უმრავლესობამ უპასუხა, სამეგრელოშიო.
ასევე, მახსოვს, საზოგადოებისთვის ცნობილმა ერთმა მშვენიერმა
ქალბატონმა განაცხადა, ჩემი სამაგიდო წიგნი დოსტოევსკის „დეგენერატიაო“. ერთ-ერთ ცნობილ ტელევიზიის პოპულარულ თოქ-შოუში კი „მის-საქართველოს“ კონკურსანტები იყვნენ მიწვეულნი, რომლებმაც „ცოდნითა და განათლებით“ თავი, მართლაც, გამოიჩინეს, თუმცა არც ამ შოუს წამყვანზე ვარ დიდი აზრის. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, პირველ რიგში, ოჯახის, სკოლის და ასევე, საზოგადოების ბრალია. არც ისაა დასამალი, რომ ზოგი ოჯახი წიგნებს ფერების მიხედვით ყიდულობს. ზოგი „მკითხველი“ კი, წიგნებში ილუსტრაციების სიმრავლეს ეძებს და უფრო დიდ მნიშვნელობას გარეკანსა თუ პოლიგრაფიულ ხარისხს ანიჭებს, ვიდრე – ავტორსა და შინაარსს.“

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: „ქართველი დედა ყველაზე, ლამაზი და მზრუნველია!“
შემდეგი სტატიაირაკლი ღლონტი: დედებო, იყავით ბედნიერი!