სოხუმში სირიის დელეგაცია ჩავიდა

აფხაზეთში სირიის დელეგაცია ჩავიდა. გაიმართა შეხვედრა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტში, რომლის სპიკერმა ვალერიან კვარჭიამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა “აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში სირიის დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობას”.
როგორც აფხაზური სააგენტო “Апсныпресс” იტყობინება, კვარჭიამ აღნიშნა, რომ “აფხაზეთს და სირიას ჰყავს საერთო ძლიერი მოკავშირე – რუსეთი». “ვიმედოვნებ, რომ რუსეთის დახმარებით სირიაში ომი დასრულდება და დაიწყება მშვიდობიანი ცხოვრება”, – თქვა მან.
სირიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტარმა სანა აბო ზაიდმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ “ის ამაყია აფხაზეთში ყოფნით და მადლობას უხდის რუსეთის მთავრობას დახმარებისთვის”.
მხარეები იმედოვნებენ რომ “ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მომავალში ყველა სფეროს მოიცავს”.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში ქართული ღვინის კვირეული იხსნება
შემდეგი სტატიაქობულეთის მეორე საჯარო სკოლის თორმეტი მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს