სოხუმში გაიხსნა რუსეთის ე.წ. მშვიდობისმყოფელთა მემორიალი

სოხუმში გაიხსნა რუსეთის შეიარაღებული ძალების ე.წ. მშვიდობისმყოფელთა მემორიალი, რომლის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ხლოპონინი.
«ეს მემორიალი – არის ჩვენი უახლესი ისტორიის ნაწილი, რუსეთისა და აფხაზეთის მეგობრობის სიმბოლო”,- განაცხადა თავის სიტყვაში რაულ ხაჯიმბამ.
ე.წ. მშვიდობისმყოფელთა მემორიალის ავტორია სკულპტორი, რუსეთის სახალხო მხატვარი ვლადიმერ სუროვცევი.
ინფორმაციას ავრცელებს გაზეთი “АиФ”.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: „საქართველოს უკრაინაზე უფრო ჭკვიანი ოლიგარქი მართავს!“ 
შემდეგი სტატიაუკრაინის შსს მუშაობს მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე