სოხუმში დაუდგენელი პირები პალმებს წვავენ

სოხუმში დაუდგენელი პირები პალმებს წვავენ. ქალაქის სახანძრო სამსახურში არაერთი გამოძახება შევიდა სხვადასხვა უბანში პალმებზე ცეცხლის გაჩენის თაობაზე. როგორც „სპუტნიკ აფხაზიას“ საგანგებო სიტუაციების ე.წ. მინისტრმა თემურ კვიცინიამ განუცხადა, მარტო სექტემბრის თვეში 10 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა.

„ჩვენ ხშირად ვიღებთ ასეთ შეტყობინებებს. სოხუმში პალმებს წვავენ. გავდივართ და ხანძარს ვაქრობთ“ – აცხადებს კვიციანი.

მისივე თქმით, მხოლოდ გასულ კვირას სახანძრო სამსახურში პალმის წვასთან დაკავშირებით ოთხი ზარი შევიდა.

კვიციანის თქმით, შემთხვევის ადგილზე მათ არავინ ხვდება, შესაბამისად დამნაშავეები ამ დრომდე ვერ დააკავეს.

banner
წინა სტატიაში“მარიტას სახელობის ბაღი გავაშენოთ და მარტო ბროწეულები დავრგოთ!..” – მამა პეტრეს ინიციატივა
შემდეგი სტატიამოსკოვი აპროტესტებს აშშ–ი რუსეთის დროშის ჩამოხსნას