სოხუმმა იტალიელი მერი შეცდომაში შეიყვანა

“აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან გაფორმებულ შეთანხმებას ბათილად უახლოეს პერიოდში ცნობენ”, – აცხადებს იტალიაში საქართველოს ელჩი.

ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

“იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია შედგა. ეს არის კალაბრიის რეგიონის პატარა ქალაქი სანტა მარია დელ ჩედრო, სადაც 4 000 ადამიანი ცხოვრობს. მერი კერძო კავშირებით შეცდომაში შეიყვანეს”, – განმარტა კახა სიხარულიძემ.

“იტალიის კანონმდებლობით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი ნებისმიერი შეთანხმება ბათილია. იტალიის პოზიცია უცვლელია – თანხვედრაშია არაღიარების პოლიტიკასთან”, – ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქალაქის სახელს არ ასახელებდა.

“იტალიის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ყველასთვის ცნობილია”, – განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიყველას დედმამიშვილს აქვს უფლება, ჰქონდეს რაიმე ქონება
შემდეგი სტატია(ვიდეო) პუტინის ,,მგლებზე,, პოლონეთში ნადირობა გამოცხადდა