სოხუმის მარიონეტული რეჟიმი უკმაყოფილოა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ოქტომბერი 12, 2017 16:13

სოხუმის მარიონეტული რეჟიმი უკმაყოფილოა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილებას ვერ მალავს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ბუქარესტის სესიაზე მიღებული რეზოლუციის გამო, რომელიც შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების ზომებს ეხება.
სეპარატისტთა განსაკუთრებული გულისწყრომა გამოიწვია ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ “საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერამ”.
სოხუმის მარიონეტული რეჟიმი შეშფოთებულია ალიანსის გადაწყვეტილებით “განაგრძოს საქართველოსთან სტრატეგიული დისკუსიები შავ ზღვაზე უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით და გააფართოვოს საქართველოსთან ალიანის თანამშრომლობა”.
“საქართველოს დასავლელს მეგობრებს, რომლებიც მთელი ძალებით უბიძგებენ მას ნატოში, არ სურთ უახლესი წარსულის გათვალისწინება…ისინი ცდილობენ თბილისის ამ ბლოკში შესვლის წახალისებას და ვერც კი ათვითცნობიერებენ, რომ  ამით ქართულ საზოგადოებაში და ხელისუფლებაში აგრესიას ზრდიან”, –  აღნიშნულია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც აფხაზური მედია აქვეყნებს.
სეპარატისტული სოხუმი თვლის, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები ისტერიულ პროპაგანდას ეწევიან, რაც არ უწყობს ხელს ჟენევის დისკუსიის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებს.
timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ოქტომბერი 12, 2017 16:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics