სოხუმის და ცხინვალის რეჟიმების ე.წ. პარლამენტარები სირიაში საერთო ვიზიტს გეგმავენ

აფხაზი სეპარატისტები სთავაზობენ ოს და დნესტრისპირეთის ე.წ. პარლამენტარებს სირიის პარლამენტის წარმომადგენლებთან საერთო შეხვედრა მოაწყონ. ამის შესახებ ცხინვალის სააგენტო “Рес”-ს განუცხადა აფხაზეთის სახალხო კრების თავმჯდომარის მოადგილემ ლევონ გალუსტიანმა. “ჩვენ გთავაზობთ, რომ გავაფართოვოთ ჩვენი უახლოესი მოკავშიირების წრე. ამასწინათ, აფხაზეთში შედგა სირიის პარლამენტის წარმომადგენელთა ვიზიტი. ახლა მზადდება აფხაზეთის სახალხო კრების საპასუხო ვიზიტი დამასკოში, სადაც გაიმართება შეხვედრა სირიელ პარლამენტარებთან”, – განაცხადა გალუსტიანმა. მისი თქმით, “სამხრეთ ოსეთის პარლამენტართა ამ შეხვედრაში მონაწილეობა სამუშაო რეჟიმში გადაწყდება…და არ არსებობს რაიმე პრობლემა, რომელიც ხელს შეუშლის ჩვენს საერთო ვიზიტს სირიაში”.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის 11 წლის ვაჟი მამას დაუბრუნეს
შემდეგი სტატიაბათუმის საქალაქო სასამართლომ მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი 250 ლარით დააჯარიმა