სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ალეპოში დაბომბვისას დაშავებული ბიჭუნა ჩანს

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო და ფოტო, სადაც ალეპოში დაბომბვის დროს დაშავებული მცირეწლოვანი ბიჭუნა ჩანს. კადრებში ჩანს, როგორ ამოყავთ მაშველებს ნანგრევებიდან ბავშვი და სასწრაფო დახმარების მანქანაში სვამენ მას. ბიჭუნას ასაკი 4-5 წელია. მასთან ერთად ავიაიერიშისას კიდევ ოთხი ბავშვი დაშავდა.

დიდ ბრიტანეთში ბაზირებული “სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის” ინფორმაციით, ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ალ-ქათერჩის რაიონში ავიადარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: ნინო ბურჯანაძე ქართულ პოლიტიკაში კრემლის ინტერესების გამხმოვანებელია
შემდეგი სტატიათბილისის მერიის ეკოლოგიის სამსახური პროკურატურას მიმართავს – სავარაუდოდ, მოჭრილია საღი ხეები