სოჭში დააკავეს აფხაზეთში მცხოვრები ჩინელი ბიზნესმენი

19 ოქტომებრს, სოჭის რაიონში, ქვემო შილოვკას (Нижняя Шиловка) სასაზღვრო -საკონტროლო პუნქტის სიახლოვეს რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს ჩინეთის 2 მოქალაქე.
გაირკვა, რომ ისინი სოჭში აფხაზეთიდან ჩავიდნენ. ერთი მათგანი უკვე დიდი ხანია, რაც გაგრაში დაფუძნდა, ხოლო მეორე – მასთან სტუმრად იყო ჩასული. მესაზღვრეების მიერ დაკავებული ჩინელი აფხაზეთში 4 წლის წინ დასახლდა და სასოფლო-სამეურნეო ბიზნესით დაკავდა. ის პერიოდულად ჩადიოდა რუსეთში და საზღვართან მდებარე ბაზარში ბოსტნეულს ყიდდა, მაგრამ ბოლო რეისის დროს ვერ შესძლო პროდუქციის დროულად გასაღება.
ჩინელ ბიზნესმენს ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ შესთავაზა მალფუჭებადი პროდუქციის დაბინავება და ქვემო შილოვკაში, მისი ნათესავების სახლში წაიყვანა, სადაც ჩინელი რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს.
დაკავებული ჩინელების საქმე ადგილობრივმა სასამართლომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება მათი რუსეთის ტერიტორიიდან გაძევების შესახებ.
ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კრასნოდარის მხარის პრესსამსახური.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი თურქეთს ფინანსურ დამხარებას შეუმცირებს
შემდეგი სტატიააფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგ დეპუტატს შეხვდა