SOCAR: საქართველოს გაზმომარაგებაში არანაირი პრობლემა არ არის

SOCAR: საქართველოს გაზმომარაგებაში არანაირი პრობლემა არ არის

SOCAR: საქართველოს გაზმომარაგებაში არანაირი პრობლემა არ არისSOCAR Energy Georgia-მ საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის პოზიციაზე კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ “სოკარს” საქართველოს გაზით მომარაგება სრულფასოვნად არ შეუძლია.

მაჰირ მამედოვმა, რომელიც “სოკარის” საქართველოს წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს, აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ გაზის მომარაგებაში ტექნიკური ხარვეზები ნორმალური მოვლენაა, თუნცაღა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში მსგავსი პრობლემები არ მომხდარა. “ჩვენ რეგულარულად ვეკონტაქტებით დავით თვალაბეიშვილს. მიმდინარე მომენტში ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ საქართველოს მოსახლეობას გაზით. ამ დღეებში საქართველოს გაზის მომარაგებაში არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ვერ გეტყვით, რა ქონდა მხედველობაში თვალაბეიშვილს” – განაცხადა მამედოვმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველო დღეს გაზს სამი მილსადენიდან იღებს. “პირველი მათგანი, რომლის მოცულობა 6-6,5 მილიარდი კუბომეტრია, “სოკარის” არის, მეორეა – შახდენიზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მოთხოვნის მიხედვით 2,7-3 მილიარდის გატარება, მესამე რუსეთიდან შემოდის. ახლა სამივე გაზსადენი ნორმალური რეჟიმში მუშაობს, ისე, რომ ბალანსი არ დარღვეულა” – განაცხადა “სოკარის” საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, რომ “სოკარი” გაზის მოწოდებას ვერ უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიკიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მაღალ მთაზე პალტოთი და “ტუფლებით” ავიდა
შემდეგი სტატიაუკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა რუსები ტარაკნებს შეადარა