რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდანტა ქსენია სობჩაკმა ვლადიმირ ჟირინოვსკისთან კონფლიქტზე, რომელიც დღეს ტელეკომპანია “რასია 1”-ის ეთერში მოხდა, კომენტარი გააკეთა “ინსტაგრამის” საკუთარ ბლოგზე. “ვლადიმირ ჟირინოსვკისთან ტელე-ეთერის შემდეგ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ბაბუასთვის ცივი წყლის შესხმამაც მომიწია შეტევა რომ არ დამართნოდა, საცოდავი პირდაპირ ბილწსიტყვაობაზე გადავიდა” – დაწერა სობჩაკმა.
ინციდენტის შემდეგ, რომლის დროსაც ჟირინოვსკიმ სობჩაკი არაკორექტულად მოიხსენია, სობჩაკის ქმარმაც გააკეთა კომენტარი და ჟირინოვსკის “ავადმყოფი” უწოდა.
რუსული ესტრადის პრიმადონამ, ალა პუგაჩოვამ სობჩაკს გამძლეობა უსურვა.
დებატები დღეს გაიმართა. ჟირინოვსკის ბილწსიტყვაობას სობჩაკმა მისთვის წყლის შესხმით უპასუხა.
https://youtu.be/9sfgdRhx96M